ლიცენზიები

მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში ლიცენზიის გაცემის პროცესი

მეწარმე სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ლიცენზიის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.

განაცხადების მიღების წესები

01

განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს მონაცემებს მოსაპოვებელი რესურსის სახეობის, ადგილმდებარეობისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის შესახებ (ივსება ელექტრონული ფორმით “rs.ge”- ვებ-გვერდის საშუალებით);

02

სალიცენზიო ობიექტის X და Y კოორდინატები;

03

იურიდიული პირის (შპს, ს/ს ი.მ. და ა.შ.) შემთხვევაში – სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები,

ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა;

04

განცხადებით გათვალისწინებული ტერიტორიის კერძო საკუთრებაში არსებობისას – მესაკუთრის

წერილობითი თანხმობა ლიცენზიის გაცემის თაობაზე (ნოტარიულად დამოწმებული).

01

აღნიშნული განცხადება ლიცენზირების დეპარტამენტიდან განსახილელად ელექტრონულად იგზავნება სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტში (გეოლოგია), რომელიც ადგილზე ვიზუალურად შეისწავლის ტერიტორიას და ამზადებს გეოლოგიურ დასკვნას.

02

განცხადება, თანდართული დასკვნით, უბრუნდება ლიცენზირების დეპარტამენტს, საიდანაც შეკითხვა იგზავნება ყველა იმ სახელმწიფო დაწესებულებაში, რომლის სარგებლობაშიც მდებარეობს მიწა, რომელზეც განთავსებულია სალიცენზიო ობიექტი (წყლის მოპოვების ლიცენზიის შემთხვევაში - ასევე თუ ობიექტი კვეთს თხუთმემეტრიან სანიტარულ დაცვის ზონას).

03

აღნიშნული დაწესებულება აფიქსირებს პოზიციას ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით და დადებითი პასუხის შემთხვევაში, შესაძლებელია მომავალ ლიცენზიანტს განუსაზღვროს პირობები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას შემდგომ სალიცენზიო პირობების შედგენისას.

04

დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მომზადებული ინფორმაცია ელექტრონული სახით დაიდება ელექტრონულ ვებგვერდზე (www.eauction,ge) და გამოცხადდება აუქციონი, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს.

01

აუქციონის გამართვამდე მონაწილეებს 15 დღის ვადაში აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ საიტზე და გადაიხადონ საგარანტიო თანხა („ბე“ - საწყისი თანხის 10% ან 50% და მოსაკრებელი - 200 ლარი).

02

აუქციონზე გამარჯვებულის მიერ დარჩენილი თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს 15 კალენდარულ დღეში.

03

ამ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მას შეუძლია თანხა გადაიხადოს საჯარიმო პერიოდში - მომდევნო 15 სამუშაო დღის განმავლობაში, რა დროსაც თითო გადაცილებულ დღეზე იხდის ჯარიმას, გადასახდელი თანხის 1%-ს.

04

აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონი ითვლება ჩაშლილად.

01

ლიცენზია-ბრძანება მზადდება სააგენტოში საბოლოო თანხის გადახდის დაფიქსირებიდან მე-10 სამუშაო დღეს.

02

აუქციონის დასრულების შემდგომ, არსებობს ლიცენზიის მომზადების დაჩქარებული მომსახურება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მიღება შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის დღესვე - 200 ლარი, მომდევნო სამუშაო დღეს - 150 ლარი, ხოლო მე-4 სამუშაო დღეს 50 ლარი. 

03

მომზადებულ ლიცენზია-ბრძანებაში გარდა ყველა დეტალური ინფორმაციისა, ჩაწერილია ასევე პირობები, რომელიც უნდა დაიცვას და შეასრულოს ლიცენზიანტმა.

04

ლიცენზია-ბრძანება მზადდება ელექტრონულად და ლიცენზიანტს ეგზავნება ვებ. გვერდ „rs.ge“-ს საშუალებით.

დოკუმენტაციის ნიმუშები

მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში ლიცენზიის მიღების პროცესში მესაკუთრის წერილობითი თანხმობის ნიმუშები წარმოდგენილია დანართის სახით

დოკუმენტაციის ნიმუშები
ლიცენზიის გადაცემა

მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში ლიცენზიის გადაცემის პროცესი

01

ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს.

02

ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები ვალდებული არიან ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის გამცემს წარუდგინონ განაცხადი, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის –იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები;


ბ) ლიცენზიის გადაცემის დამადასტურებელი შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია, სადაც ასახული იქნება ლიცენზიის მიმღებისათვის გადასაცემი მარაგის მოცულობა;


გ) ლიცენზირებული ობიექტის (გადასაცემი/დასატოვებელი ფართობის) X და Y კოორდინატები.


დ) ინფორმაცია – მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.


გაცემული ლიცენზიები

ლიცენზიანტის გვერდი

მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში ლიცენზიის მიღების შემთხვევაში მეწარმემ საჭიროა მიმართოს სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტს

მეწარმე სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ლიცენზიის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.

ლიცენზიანტის გვერდზე გადასასვლელი ბმული

Licenses issued

ხშირად დასმული კითხვები