სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახური ახორციელებს წიაღით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის, ასევე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლების პირობების შესრულების საველე და კამერალურ შემოწმებას.
რეგულირების ობიექტების შემოწმება ხორციელდება როგორც წინასწარ დამტკიცებული გეგმური შემოწმების გეგმით, ისე არაგეგმურად.
სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახური რეგულირების ობიექტის საქმიანობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს
ასევე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით ამზადებს და რეგულირების ობიექტებს წარუდგენს ადმინისტრაციულ მიწერილობას.