ლიცენზიის კონტროლი

სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახური ახორციელებს წიაღით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის, ასევე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლების პირობების შესრულების საველე და კამერალურ შემოწმებას. 

რეგულირების ობიექტების შემოწმება ხორციელდება როგორც წინასწარ დამტკიცებული გეგმური შემოწმების გეგმით, ისე არაგეგმურად.

ლიცენზიის კონტროლი
სალიცენზიო პირობების რეგულაცია

სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახური რეგულირების ობიექტის საქმიანობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს

ასევე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით ამზადებს და რეგულირების ობიექტებს წარუდგენს ადმინისტრაციულ მიწერილობას.

სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის სტატისტიკა

• გეგმურად შემოწმდა 148 ლიცენზია.

• არაგეგმურად შემოწმდა 130 ლიცენზია.

• შემოწმდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებული 12 კომპანია.

• შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა 86 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

• კამერალური შემოწმებების შედეგად შედგა 877 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 

• სულ სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის მიერ 2018 წელს შედგენილია 963 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

timeline-image