პროექტის დაწყების თარიღი
31 აგვისტო 2023
პროექტის დასრულების თარიღი
01 მაისი 2022
მსოფლიო ბანკმა მულტი-დონორული ნდობის ფონდიდან საქართველოს სამთომოპოვებითი სექტორის მხარდაჭერის მიზნით უზრუნველყო 400,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის მობილიზება; პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სასარგებლო წიაღისეულის პოპულარიზაციაში, პასუხისმგებლიანი ინვესტორების მოზიდვის მიზნით. პროექტის ფაქტობრივი განხორციელება დაიწყო 2021 წლის მაისში და დასრულდა 2022 წლის მაისში.
გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება უზრუნველყო საკონსულტაციო კომპანია DMT-მ პარტნიორ (ადგილობრივი და საერთაშორისო) საკონულტაციო კომპანიებთან ერთად. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: საინვესტიციო ბროშურების მომზადება 10 პოტენციურად მიმზიდველ ობიექტზე, თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგების ჩატარება სხვადასხვა თემატიკაზე (საბადოთა გარემოსდაცვითი მართვის, საბადოთა დახურვისა და სოციალური რისკები გეომონაცემების მართვის და მარაგების/რესურსების შეფასება), საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით სააგენტოს თანამშრომლებისათვის სასწავლო ტურის უზრუნველყოფა ფინეთში, არსებული აერომაგნიტური რუკების გაციფრულება, სააგენტოს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, საინფორმაციო ვიდეორგოლის მომზადება და სააგენტოს ვებ-გვერდის გაუმჯობესების კუთხით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება