სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტისა და სალიცენზიო პირობების კონტროლის თანამშრომლებს, სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ახალი უნიფორმა, ტექნიკა და საველე აღჭურვილობები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ საველე ჯგუფების თანამშრომლებს, მუდმივად უწევთ სხვადასხვა კლიმატური პირობების, დროს რთული რელიეფის პირობებში, საველე სამუშაოების შესრულება. განხორციელებული სიახლეები მნიშვნელოვნად აამაღლებს სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას.