სააგენტოს უფროსის მოადგილემ ევროკავშირის მხარეს, სამთო სექტორში მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი გელაშვილის განცხადებით, საქართველო აქტიურად არის ჩართული „მინერალებისა და ლითონების მართვის გარემოსდაცვითი ასპექტების“ UNEA-ს რეზოლუციის განახლებისთვის ორგანიზებულ კონსულტაციებში.
სხდომაზე ასევე, სააუბარი შეეხო სააგენტოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
საგენტოს უფროსის მოადგილემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, საქართველოს სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილება მიიღეს თემატური ჯგუფის შეხვედრებში. სადაც, სამთო-მოპოვებითი საქმიანობის გარდა, განხილებოდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა - ტურიზმი; სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა; კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მმართველობა; მომხმარებელთა პოლიტიკა; საგადასახადო პოლიტიკა.
აღსანიშნავია, რომ „სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობის“ სხდომაში მონაწილეობის მიღება, მიზნად ისახავდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, საქართველო-ევროკაშირს შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებას.